77 წლის ასაკში ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა
77 წლის ასაკში თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საპატიო მოქალაქე, ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა. ის თბილისის მერი იყო 1993-1995 წლებში . 1995-1998 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრი. იყო საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი . ნიკო ლეკიშვილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე