შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა
შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. გამოძიება აცხადებს, რომ თავდასხმა წინასწარ იყო განზრახული. უკვე ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა, რომელიც გამოძიების ვერსიით სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა. შემთხვევა ნიუ ორლეანზე ახალი წლის პირველივე დღეს მოხდა. სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.
