ცნობილი გახდა, რომ ლას ვეგასში ტრამპის სასტუმროსთან ტესლას მარკის ავტომობილი ამერიკელმა სამხედრომ, 37 წლის მეტიუ ლიველსბერგერმა ააფეთქა
ცნობილი გახდა, რომ ლას ვეგასში ტრამპის სასტუმროსთან ტესლას მარკის ავტომობილი ამერიკელმა სამხედრომ, 37 წლის მეტიუ ლიველსბერგერმა ააფეთქა. სპეცდანიშნულების დანაყოფის სერჟანტის ვინაობა, აფეთქების ადგილზე მისი საბუთების და სამი მობილური ტელეფონის აღმოჩენის შედეგ დადგინდა. სამართალდამცველებმა ადგილზე ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობაც იპოვეს. გამოძიებამ, ლას ვეგასსა და ნიუ ორლეანში მომხდარი ინციდენტების პარალელების კვლევაც დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის კავშირი არ იკვეთება.
