სამხრეთ კალიფორნიაში, მცირე ზომის თვითმფრინავი ავეჯის საწარმოს შეეჯახა
სამხრეთ კალიფორნიაში, მცირე ზომის თვითმფრინავი ავეჯის საწარმოს შეეჯახა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ინციდენტის ამსახველი ფაქტი გარე დაკვირვების კამერამ დააფიქსირა, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია მომხდარის სხვა დეტალებს არ ახმაურებს. დაწყებულია გამოძიება.
