სლოვაკეთი რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო, უკრაინის მიმართ საპასუხო ზომებს განიხილავს
სლოვაკეთი რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო, უკრაინის მიმართ საპასუხო ზომებს განიხილავს – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. ფიცომ კიევის გადაწყვეტილებას „ზელენსკის საბოტაჟი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამის გამო მისი ქვეყნის ზარალი წელიწადში 500-ი მილიონი ევრო იქნება. მისივე თქმით, 7 იანვარს სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლები ტრანზიტის შეჩერების საკითხს განიხილავენ. ფიცო აცხადებს, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი, სლოვაკეთისთვის, გაზის ტრანზიტის აღდგენა ან კომპენსაციაა. შეგახსენებთ, კიევმა ევროპაში რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი პირველი იანვრიდან შეწყვიტა.
