შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშებს განიხილავდა
შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშებს განიხილავდა. ცნობას სააგენტო აქსიოსი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შესაბამისი სცენარი პრეზიდენტ ბაიდენს განსახილველად მისმა მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა წარუდგინა. გეგმა პოტენციურ იერიშს იმ შემთხვევაში ითვალისწინებდა, თუ ირანი 20 იანვრამდე ბირთვული იარაღის შექმნისთვის კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამდა. ცნობას აქსიოსი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტისა და მისი მრჩევლის საუბარი ამ საკითხზე რამდენიმე კვირის წინ შედგა ,თუმცა მისი შინაარსი დღემდე გასაიდუმლოებული იყო. ცნობაში ასევე აღნიშნული, რომ შეხვედრისას ბაიდენმა სალივანის წინადადებას მწვანე შუქი არ აუნთო.
                        
                    
                    
                    
                    
                