2025 წლის სპორტული გამოწვევები
სპორტული გამოწვევები, რომელიც 2025 წელს საქართველოს ელის. ფეხბურთში ჩვენი ნაკრები ერთა ლიგის ბე დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. 21 წლამდე ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. მნიშვნელოვანი წელია კალათბურთელებისთვისაც. 21 თებერვალს დანიის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტზე იასპარეზებენ. უმნიშვნელოვანესი წელი იქნება ბორჯღალოსნებისთვისაც. სულ მალე კი საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი ლაშაური
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
