მიმართვა აფხაზებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. მთავრობის თავმჯდომარე ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკასა და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს. საახალწლო მილოცვაში ლევან მგალობლიშვილი აქცენტს აკეთებს აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტულ გეგმებზე და სახალხო დიალოგის როლის გაძლიერებაზე.
