სტუმრად სპორტის ვარსკვლავებთან
2024 წელი ქართული ფეხბურთისათვის ისტორიული გამოდგა- 26 მარტს ჩვენმა ნაკრებმა პირველად მოახერხა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა, სადაც შემდეგ მერვედფინალშიც გავიდა. წარმატებული იყვნენ ქართველები სპორტის სხვა სახეობებშიც- ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ოლიმპიური ოქრო ლაშა ტალახაძემ მესამედ, გენო პეტრიაშვილმა კი პირველად მოიგო. საქართველოს ჰყავს UFC-ის ორი ჩემპიონი, ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი, რაც უნიკალური შედეგია. ეს ქართველი სპორტსმენების არასრული ჩამონათვალია. ოპტიმისტურად ველით 2025 წელს და დღეს უფრო ახლოს გაგაცნობთ ორ გამორჩეულ ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენს- საბა გოგლიჩიძემ იტალიის სერია ა-ში დაიმკვიდრა ადგილი, დავით ნინიაშვილი კი უკვე დღეს არის თავის პოზიციაზე საფრანგეთის ტოპ 14-ში და მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეული მოთამაშე. ჩვენი რეპორტაჟი იტალიიდან და საფრანგეთიდან.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი ლაშაური
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
