ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მონაცემების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მონაცემების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. პანდემიიდან ხუთი წლის შემდეგ, ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მონაცემების გასაჯაროება მორალური და სამეცნიერო პასუხისმგებლობაა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გამჭვირვალობის და თანამშრომლობის გარეშე, მსოფლიო მომავალი ეპიდემიებისა და პანდემიების თავიდან აცილებას და მათთვის ადეკვატურად მომზადებას ვერ შეძლებს. საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებასთან დაკავშირებით პეკინში განაცხადეს, რომ მათი მონაცემები ყოველთვის ღია და გამჭვირვალე იყო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წელს დაწყებულმა კოვიდ პანდემიამ საერთაშორისო მასშტაბით 7 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.
