უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას ევროკავშირი მომზადებული ხვდება
უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას ევროკავშირი მომზადებული ხვდება. „დოიჩე ველეს“ ევროკომისიის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ევროპული ინფრასტრუქტურა საკმაოდ მოქნილია იმისათვის, რათა ცენტრალურმა და აღმოსავლეთ ევროპამ მესამე ქვეყნებიდან გაზი ალტერნატიული მარშრუტებით მიიღოს. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ალტერნატიულ მარშრუტებზე მუშაობა ერთი წელია მიმდინარეობს. ბუნებრივი აირის ევროპული ინფრასტრუქტურა თხევადი გაზის იმპორტის გაზრდის ხარჯზეც გაძლიერდა.
