უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ცნობით, უკრაინამ საზღვაო დრონის საშუალებით რუსული სამხედრო ვერტმფრენი პირველად გაანადგურა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ცნობით, უკრაინამ საზღვაო დრონის საშუალებით რუსული სამხედრო ვერტმფრენი პირველად გაანადგურა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინული დრონი მაგურა ვე-5 რაკეტით იყო აღჭურვილი. რუსული სამხედრო ვერტმფრენი მი-8 უკრაინამ შავ ზღვაში ანექსირებული ყირიმის სიახლოვეს ჩამოაგდო. უკრაინამ ასევე ცეცხლი გაუხსნა ოკუპანტის კიდევ ერთ ვერტმფრენს, რომელიც დაზიანდა, თუმცა დისლოკაციის ადგილამდე მიფრენა შეძლო.
