რა გველის 2025 წელს - „ფაინენშელ ტაიმსმა“ მსოფლიოში პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების პროგნოზი გამოაქვეყნა
რა გველის 2025 წელს - „ფაინენშელ ტაიმსმა“ მსოფლიოში პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების პროგნოზი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის 22-პუნქტიანი პროგნოზიდან მხოლოდ 3 არ გამართლდა. გამოცემა დარწმუნებულია, რომ 2025 წელს უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ. ამერიკა რუსეთს სანქციების გამკაცრებითა და კიევის დახმარების გაზრდით დაემუქრება, ზელენსკი დათანხმდება, რომ რუსეთმა ფაქტობრივად და არა იურიდიულად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებზე კონტროლი შეინარჩუნოს, სამაგიეროდ, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. უკრაინის NATO-ში შესვლის საკითხი კი დღის წესრიგიდან მოიხსნება. ასევე გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპი ტარიფების ფართომასშტაბიან ომს დაიწყებს, ბიტკოინის ღირებულება 200 ათას დოლარს გადააჭარბებს, ხოლო ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს.
