2024 წლის ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% შეადგინა
2024 წლის ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% შეადგინა, მიმდინარე წლის თერთმეტ თვეში კი ეკონომიკური ზრდა 9,4 პროცენტით განისაზღვრა. წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მშენებლობამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობამ, ტრანსპორტისა და ვაჭრობის დარგებმა შეიტანეს.
