საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში
ქვეყნის 59 ქალაქში საახალწლო ღონისძიებები უკვე ჩატარდა. ახალი წლის დღეებს მასპინძლობს რუსთავი. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საახალწლო დეკორაციები და საბავშვო სივრცეები. რუსთავში საახალწლო ღონისძიება კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება. საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადება ბორჯომი. მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში მონტაჟდება სცენა, ეწყობა დეკორაციები და საშობაო სოფელი, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ათ საათზე დაიწყება საახალწლო კონცერტი. ახალი წლის დღეებს მასპინძლობს დღეს გორიც. ცენტრალურ მოედანზე გაიმართება გასართობი ღონისძიებები. ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. პატარების განწყობაზე კი ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ. დღის ბოლოს დაგეგმილია გალა კონცერტი და საზეიმო ფოიერვერკი.
