ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფელი 14 იანვრამდე გააგრძელებს მუშაობას
ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფელი 14 იანვრამდე გააგრძელებს მუშაობას. კახა კალაძის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა უამრავი წერილი, რომლებიც საახალწლო სოფლის გახანგრძლივებას შეეხებოდა. დედაქალაქის მერი ვიდეომიმართვაში ეხმიანება ინფორმაციას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობასთან დაკავშირებითაც. მისი განცხადებით, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას ღამის თორმეტ საათზე ამთავრებდა. კახა კალაძე ამბობს, რომ ახალი წლის ღამეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები, ღამის სამ საათამდე იმუშავებს.
