ოლაფ შოლცმა გერმანელ ამომრჩეველს მოუწოდა, სოციალური ქსელების მფლობელებს არჩევნების ბედის გადაწყვეტის უფლება არ მისცენ
ოლაფ შოლცმა გერმანელ ამომრჩეველს მოუწოდა, სოციალური ქსელების მფლობელებს არჩევნების ბედის გადაწყვეტის უფლება არ მისცენ. გერმანიის კანცლერმა საახალწლო მიმართვის დროს ამის შესახებ დონალდ ტრამპის გუნდის წევრ, ილონ მასკის მხრიდან პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერის გამო განაცხადა. შოლცის განმარტებით, მხოლოდ გერმანიის მოქალაქეს აქვს უფლება გადაწყვიტოს, თუ საით წავა გერმანია არჩევნების შემდეგ. კანცლერმა გერმანელებს მოუწოდა წინააღმდეგობა გაუწიონ მანიპულაციებს და დემოკრატია დაიცვან. ილონ მასკმა ერთ-ერთი გერმანულ გამოცემაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდასეჭერად სტატია გამოაქვეყნა, რაზეც გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ მილიარდერი ცდილობს 23 თებერვლის არჩევნებზე მოახდინოს გავლენა.
