ირანის ხელისუფლებამ იტალიელი ჟურნალისტის, სესილია სალას დაკავება პირველად დაადასტურა
ირანის ხელისუფლებამ იტალიელი ჟურნალისტის, სესილია სალას დაკავება პირველად დაადასტურა. გავრცელებული ცნობით, მას ისლამური რესპუბლიკის კანონების დარღვევის ბრალდება წაუყენეს. სალა ამჟამად თეირანის ციხის იზოლირებულ საკანში იმყოფება. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სალა 19 დეკემბერს ირანის დედაქალაქში რეპორტაჟის გადაღების დროს დააკავეს.
