ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თანამდებობის შესანარჩუნებლად გამარჯვების გასაღები მოიპოვა
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თანამდებობის შესანარჩუნებლად გამარჯვების გასაღები მოიპოვა, ასე აფასებს ამერიკული მედია ტრამპის განცხადებას, რომლითაც არჩეულმა პრეზიდენტმა, წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერის არჩევის კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, მოქმედ სპიკერს, მაიკ ჯონსონს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. „ის კარგი, შრომისმოყვარე, რელიგიური ადამიანია. ის გააკეთებს სწორ საქმეებს და ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებას. მე სრულად და უპირობოდ მხარს ვუჭერ მაიკს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის თანამდებობაზე კენჭისყრა სამ იანვარს შედგება.
