გერმანია, ახალი წლის დადგომამდე ერთი დღით ადრე, უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს
გერმანია, ახალი წლის დადგომამდე ერთი დღით ადრე, უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით, საზეიმო ღამეს ბერლინსა და სხვა ქალაქებში უსაფრთხოებას პოლიციის დამატებითი შემადგენლობა დაიცავს. ზომების მიღება მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო გადაწყდა, რომლის დროსაც ხალხის თავშეყრის ადგილზე მამაკაცი მანქანით შეიჭრა. შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა. 67 კი დაშავდა.
