ამერიკის საელჩო დიდი ხნის განმავლობაში ირწმუნეობდა, თითქოს შტატებს „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ დავაში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ თანხებზე გავლენა არ ჰქონდა
ამერიკის საელჩო დიდი ხნის განმავლობაში ირწმუნეობდა, თითქოს შტატებს „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ დავაში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ თანხებზე გავლენა არ ჰქონდა, არადა, ოფიციალური სანქციების გაოფიციალურების შემდეგ გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, მოგებული დავის მიუხედავად, კუთვნილ თანხას ამერიკის სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს. სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, სანქციები, რომელიც უკვე სამი წელია მოქმედებს, შანტაჟის მექანიზმია და ამით ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც „ქართულ ოცნებას“ ვერავინ აიძულებს ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდეს.
