თეთრი სახლი: აშშ უკრაინას 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინისთვის ორი მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარის დახმარება გამოყო. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, კიევისთვის დამატებით გამოყოფილი მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო მიზნებს მოხმარდება, თითქმის ამავე ოდენობის თანხა კი უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის პაკეტს წარმოადგენს. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი ამ დახმარებით უკრაინისთვის ბრძოლის ველზე არსებულ საჭიროებებს უზრუნველყოფს და მოამარაგებს საჰაერო თავდაცვით, არტილერიითა და სხვა იარაღის სისტემებით
