თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა
თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მოზარდებს საახალწლო განწყობა ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს. გაიხსნა საახალწლო სოფელი, სადაც ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართა. უწყების თანამშრომელთა შვილებს, თოვლის ბაბუამ საახალწლო საჩუქრები გადასცა. სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები უკვე გაიმართა გორის, ქუთაისის, სენაკისა და ვაზიანის ბრიგადებში.
