შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე. შალვა თადუმაძეს 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა, ასევე, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე