ჩაშლილი გეგმები
გუშინ საბოლოოდ გაფორმდა ოპოზიციის დამარცხება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით ,,ნებისმიერი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე განწირულია“. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილის ორბელიანების სასახლიდან გამოსვლამ ოპოზიციის გეგმები ჩაშალა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიცია, რომელიც კონკრეტული მითითებებით მოქმედებს, გეგმის განსახორციელებლად ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სტატუსს იყენებდა
