სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების შესახებ უკრაინის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის ხელმძღვანელობას ღია წერილით მიმართა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების შესახებ უკრაინის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის ხელმძღვანელობას ღია წერილით მიმართა. გზავნილში ფიცო აღნიშნავს, რომ ზელენსკიმ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ან კონკრეტულ წევრ სახელმწიფოებთან ღია კონსულტაციების გარეშე, ცალმხრივად განაცხადა, რომ პირველი იანვრიდან უკრაინა, თავისი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტს არ უზრუნველყოფს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მის ქვეყანას მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგება.
