ბლუმბერგის ცნობით, პოლონეთი მზად არის უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გაზარდოს, თუ სლოვაკეთი მის მიწოდებას შეწყვეტს
ბლუმბერგის ცნობით, პოლონეთი მზად არის უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გაზარდოს, თუ სლოვაკეთი მის მიწოდებას შეწყვეტს. გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთი უკრაინისთვის დეფიციტის შევსების მიზნით, მზადაა ელექტროენერგიის წარმოება გაზარდოს. სლოვაკეთის პრემიერ-მინსიტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ბრატისლავამ შესაძლოა უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეაჩეროს, თუ ოფიციალური კიევი სლოვაკეთისთვის რუსეთიდან გაზის მიწოდების ტრანზიტს არ უზრუნველყოფს.
