ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიპის წლევანდელ სეზონში მეორე გოლი გაიტანა
ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიპის წლევანდელ სეზონში მეორე გოლი გაიტანა. გათამაშების 24-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ სტადიონზე „კარდიფთან“ 1-2 დამარცხდა, ერთადერთი ბურთი კი საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველის ანგარიშზეა. ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და მასპინძლებს შორის საუკეთესო იყო. წლევანდელ სეზონში გამართულ 24 შეხვედრაში მან 2 გოლის გატანასთან ერთად, 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
