საქართველოს მეექვსე პრეზიდენტმა მილოცვები უკვე მიიღო
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტმა უკვე მიიღო მილოცვები. მთავრობის მეთაური, „ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტის წევრები მიხეილ ყაველაშვილს გაპრეზიდენტებას ულოცავენ. აღნიშნავენ, რომ მას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დახვდა და დარწმუნებულები არიან, რომ წინამორბედებისგან განსხვავებით მიხეილ ყაველაშვილი იქნება ეროვნული ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი.
