სამუშაო შეხვედრა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ შალვა გოგოლაძემ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტთან, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტთან და ევროპის ფედერაციის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა 2026 წელს ბათუმში გასამართ ევროპის ჩემპიონატსა და ტურნირის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ევროპისა და საერთაშორისო ფედერაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოში ძალოსნობის განვითარების ხელშეწყობასაც.
