ფლორიდაში სამგზავრო მატარებელი სახანძრო მანქანას შეეჯახა
ფლორიდაში სამგზავრო მატარებელი სახანძრო მანქანას შეეჯახა. ინციდენტი დელრეი ბიჩში მოხდა. ადგილობრივი მმართველობის ცნობით ავარიისას არავინ დაღუპულა, დაშვებულია 3 მეხანძრე და მატარებლის 12 მგზავრი. ისინი ახლო მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
