საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ელჩების კონფერენცია გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ელჩების კონფერენცია გაიმართა. წლევანდელი ამბასადორიალის თემა იყო „საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ ვითარებაში“. ამბასადორიალის ფარგლებში შედგა პანელური დისკუსიები. ყურადღება გამახვილდა, საქართველოს კულტურული პოტენციალის განვითარებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ასევე, საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშვიდობო პოლიტიკის ინიციატივების განხილვას.
