„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, ამერიკის წარმავალი ადმინისტრაცია საბოლოოდ ნათელს ხდის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულების რეალურ მიზეზებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური ფარისევლობა უკვე დიდი ხანია, რაც დასავლური ბიუროკრატიის ხელწერად იქცა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის უსამართლო, დაუსაბუთებელი სანქცირებაც უნდა განვიხილოთ, როგორც წარმავალი ადმინისტრაციის და „დიფ სთეითის“ სასოწარკვეთილი ნაბიჯი და საბოტაჟი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ.
