გამარჯვებულების დაჯილდოება
„ქრისტიანული პარალელები ლიტერატურაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში“. ამ სახელწოდების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს დღეს საქართველოს საპატრიარქოში, ღირებულებითი განათლების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე. ფულადი ჯილდო გადაეცათ ღირებულებითი განათლების კლუბებს, რომლებიც სოციალურ პროექტს განახორციელებენ. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პროექტი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მასში 750 მოსწავლეა ჩართული.
