საწყლოსნო ფედერაციის კონგრესი
ირაკლი კობახიძე ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო და სილვას შეხვდა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2025 წელს საწყლოსნო ფედერაციის კონგრესს უმასპინძლებს, რომელშიც მსოფლიოს 52 ქვეყნის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები და დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე განიხილეს 2028 წელს საქართველოში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის გამართვის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ საქართველოს 2028-ა წლისთვის ექნება თანამედროვე ტიპის საწყლოსნო კომპლექსი, რომელშიც შესაძლებელი იქნება მსოფლიო და ევროპის დონის შეჯიბრებების ჩატარება, როგორც წყალბურთში, ასევე სხვადასხვა საწყლოსნო მიმართულებით
