ბრატისლავას ულტიმატუმი კიევს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას სარეზერვო ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერებით ემუქრება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კიევი სლოვაკეთში რუსული გაზის ტრანზიტს შეაჩერებს. რუსულ „გაზპრომსა“ და უკრაინულ „ნეფტო გაზს“ შორის შეთანხმებას უკრაინის გავლით ევროპის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის შესახებ ვადა პირველ იანვარს ეწურება. უკრაინა ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარს ამბობს
