გურჯაანში საახალწლო ღონისძიებაზე ხალხმრავლობაა
გურჯაანში საახალწლო ღონისძიებაზე ხალხმრავლობაა. ქალაქი დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი წლის დღეებს აღნიშნავს. ცენტრალურ ქუჩაზე მოწყობილია სადღესასწაულო სოფელი. ზღაპრის გმირები პატარების განწყობაზე ზრუნავენ. დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი აქტივობა, რომელიც ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. საღამო გალა-კონცერტით დასრულდება
