პრეზიდენტის ინაუგურაცია
ერთი დღე საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციამდე. პარლამენტში სამზადისი მიმდინარეობს. ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში გაიმართება და 40 წუთი გაგრძელდება. სხდომათა დარბაზში იქნებიან საარჩევნო კოლეგიისა და მთავრობის წევრები, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. სახელისუფლებო გუნდში აღნიშნავენ, რომ მიხეილ ყაველაშვილი შეძლებს, საპრეზიდენტო ინსტიტუტის შელახული რეპუტაციის აღდგენას
