ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს სანქციებთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში
ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს სანქციებთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი იმისთვის დასანქცირდა, რომ მან არ მოაწერა ხელი ქვეყნის უკრაინიზაციას, საქართველოში შეინარჩუნა მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ივანიშვილს ვერ პატიობენ 2012 წელს, როდესაც მან ნაციონალური მოძრაობა დაამარცხა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არა ფორმალური სანქციები, მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო, რომ ივანიშვილმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები