შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მორიგი ავიარეისი შეასრულა თუშეთის მიმართულებით და ადგილობრივ მოსახლეობას საახალწლო ნობათი ჩაუტანა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მორიგი ავიარეისი შეასრულა თუშეთის მიმართულებით. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, თუშეთში იმყოფებოდნენ, მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას საახალწლო ნობათები გადასცეს და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე 6 თვის განმავლობაში დაკეტილია
