დღეს წეროვანის დევნილთა დასახლებაში, საახალწლო ღონისძიებები გაიმართება
დღეს წეროვანის დევნილთა დასახლებაში, საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. ამ წუთებში გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, გამოფენა-გაყიდვა. ადგილზე ასევე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო პროგრამა დღის ბოლოს კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება