ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისათვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისათვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. სამხედრო ბაზაზე საახალწლო სოფელიც მოეწყო, სადაც თოვლის ბაბუამ სამხედროების შვილებს საჩუქრები დაურიგა. პატარების საახალწლო განწყობაზე ქართველმა მომღერლებმა, ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს
