სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით გაიმართა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი მუდმივ მოქმედი კომისიის მორიგი სხდომა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით გაიმართა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი მუდმივ მოქმედი კომისიის მორიგი სხდომა. შეხვედრა კომისიის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა და შეაფასა მსოფლიოში, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული კონტრტერორისტული ვითარება. მან ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, გაწეულ ძალისხმევასა და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე. გრიგოლ ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშებში საქართველოს კონტრტერორისტული შესაძლებლობების თაობაზე ასახულ პოზიტიურ შეფასებებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ასევე ყურადღება გაამახვილა „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ 2024 წელს გამოქვეყნებულ ყოველ წლიური ანგარიშზე, გლობალური ტერორიზმის ინდექსი, რომელშიც ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმით შეფასებისას საქართველო, ტერორისტული გამოწვევების კონტექსტში, უსაფრთხო ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს
