„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ფონდის 44 ბენეფიციარს საახალწლო სურვილები აუსრულეს
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ფონდის 44 ბენეფიციარს საახალწლო სურვილები აუსრულეს. კომპანიის თანამშრომლებმა ბავშვებსა და მოზარდებს საკუთარი სახსრებით შეძენილი საჩუქრები, ასევე, საყოფაცხოვრებო ნივთები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან, გიორგი პაპავასთან ერთად გადასცეს. პატარებმა კი საცეკვაო და მუსიკალური ნომრები შეასრულეს