საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ტრადიციულად, წლის ბოლოს გალა დაჯილდოება ჩაატარა და საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ტრადიციულად, წლის ბოლოს გალა დაჯილდოება ჩაატარა და საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. გამოკითხვაში ვეტერანი ფეხბურთელები, სპორტული ჟურნალისტები და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. 2024 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა. ხოლო საუკეთესო ქალი ფეხბურთელი თეონა ბაქრაძე. ახალგაზრდა ფეხბურთელად კი ემპოლის მცველი საბა გოგლიჩიძე დაასახელეს. ალექსანდრე ჩივაძის მედლები კი 17 წლამდე ფეხბურთელებში საბა ხარებაშვილს, ხოლო 19 წლამდელებში საბა სამუშიას გადაეცა. 2024 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე კი გიორგი ღავთაძე გახდა. ღონისძიებას პრემიერი დაესწრო
