გადატვირთვის პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლება ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან ურთიერთობების გაჯანსაღებას ელოდება. პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან შემხვედრი და პრაგმატული ნაბიჯები გადაიდგმება. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ორივე ქვეყნის ინტერესშია. მთავრობის მეთაურმა ამერიკელ კონგრესმენ, ჯო უილსონთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა.
