გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს დანიშნა
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს დანიშნა. შტაინმაიერს პარლამენტის დათხოვნის თხოვნით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მას შემდეგ მიმართა, რაც ბუნდესტაგმა შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. კანცლერმა კი უნდობლობის საკითხი პარლამენტში სამთავრობო კოალიციის დაშლით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით დააყენა. „ასეთ რთულ დროს, სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გერმანიას ქმედითუნარიანი მთავრობა და პარლამენტში სანდო უმრავლესობა სჭირდება“- განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა.
