54 წლის ასაკში გარდაიცვალა ბაჩუკი ქარდავა
54 წლის ასაკში გარდაიცვალა ბაჩუკი ქარდავა. ის 1989 წლიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1991 წელს გახდა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის, გიორგი ჭანტურიას აპარატის უფროსი. 2003 წლის დეკემბრიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ასევე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
