ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან და კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად განახლებული „სამგორის პარკი“ დაათვალიერა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან და კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად განახლებული „სამგორის პარკი“ დაათვალიერა. პარკში ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგმება. მთავრობის მეთაური შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო, რომელიც თბილისის მერიამ ჩაატარა. ახლად რეაბილიტირებულ პარკში მერაბ მერაბიშვილის ნამუშევრის მიხედვით შექმნილი ერეკლე მეორის ძეგლის გახსნა 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარკის რეაბილიტაციის პროცესში, ორ ჰექტარ ფართობზე მოეწყო სასეირნო ბილიკები, სპორტული მოედანი, ამფითეატრი, საბავშვო მოედნები და მოსასვენებელი სივრცეები. სამუშაოების ღირებულებამ 5 მილიონი ლარი შეადგინა.
