პარლამენტის თავმჯდომარემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
პარლამენტის თავმჯდომარემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. შალვა პაპუაშვილმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და თანადგომა გამოუცხადა აზერბაიჯანის მთავრობას და ხალხს. საელჩოში იმყოფებოდნენ და აზერბაიჯანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა. სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა.
